გურიაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში წარმოდგენილი პროექტები შეარჩიეს
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომის მთავარ საკითხს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა და შესაბამისი პროექტების შერჩევა წარმოადგენდა.
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს. კონკურსის მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. გურიის რეგიონისთვის 701 000 ლარია გამოყოფილი და შეირჩა ორი პროექტი.
შეხვედრაზე შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული.
სხდომას რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.