ყაზბეგში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარე გზა რეაბილიტირდა
დაბა ყაზბეგში ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის მიმდებარედ, არსებული გზა სრულად განახლდა. რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით ტერიტორიაზე ახალი ორ საფარიანი ასფალტი იგება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს. საერთო ჯამში, ახალი გზის საფარი დაახლოებით ორ კილომეტრიან მონაკვეთზე იცვლება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა.