გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ ჰასან დოგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
პოლიციელი დავით სვიანაძის მკვლელობაში ბრალდებულ თურქი ეროვნების ჰასან დოგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელი დავით სვიანაძეს გუშინ გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში მდგმურმა თურქეთის მოქალაქემ ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. პოლიციელი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში ცხელ კვალზე დააკავეს. მკვლელობაში ბრალდებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.