ზუგდიდში წლის ბოლომდე 60 ქუჩა რეაბილიტირდება
ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქში 60-მდე ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.
როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განუცხადა, ქუჩების კეთილმოწყობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად აღარ არსებობს გზის საფარი.
“ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის, როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე წვიმიან ამინდში და გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.მაგრამ რაც კეთდება მისასალმებელია და კარგი”,- ამბობენ ადგილობრივები.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მთავრობის განკარგულებით, პრობლემის მოსაგვარებლად ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებების, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტაცია ჩაუტარდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩებს.
ქუჩების რეაბილიტაციას ჯამში 52 მილიონ ლარამდე მოხმარდება.