ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ანგარიშს ეხმაურება

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ანგარიშს ეხმაურება.

ირაკლი შენგელიას განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის, საკრებულოს, დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ღია მმართველობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

“ამიტომაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მათ შორის საკრებულოს საქმიანობის აქტიური მონიტორინგის სახით.

მისასალმებელია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებთან გვემსჯელა მათ მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგებზე.

აღვნიშნავთ, რომ საკრებულოს ინსტუტუციური გაძლიერების, მოქალაქეთა ჩართულობის და ანგარიშვალდებლების მიმართულებით გვაქვს ყოველწლიური პროგრესი, რაც გამოიხატა 2020 წელს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის ჩამოყალიბებით, ასევე საკრებულოს მიერ განხორციელებული პროგრამებით – ფოკუსჯგუფების კვლევის, თუ ბიუჯეტირების ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, სტუდენტებთან ჩატარებული აქტიური სამუშაოებით”, – აცხადებს ირაკლი შენგელია.

მისივე თქმით, “საერთაშორსო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული ადმინისტრაციულ ხარჯებზე.

“ჩვენი მხრიდან, საკრებულოს ხარჯების გამჭვირვალობა და დასაბუთებულობა უზრუნველყოფილია. რაც შეეხება, საკრებულოს ზედამედველობის და ფრაქციული მუშაობის პროცესს, დეცენტრალიზაციის და ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პროცესების განვითარებასთან ერთად, ეს მიმართულებები წლიდან წლამდე უფრო აქტიურად წარმოჩინდება”, – აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები