კახეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახს სახლები გადაეცემა

კახეთის რეგიონში ახმეტის, ლაგოდეხის და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს სახლები დაუკანონდათ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები, ამ დრომდე, მათ საკუთრებაში არ იყო.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრებისა და სტაბილურობის განცდას შეუქმნის და მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება.
მიმდინარე წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება, დამატებით 180 ოჯახს კი სახელმწიფო ახალ სახლს შეუსყიდის.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფომ, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1300-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განასახლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები