წედისში, ბნავისა და ოლოზში ახალი სასმელი წყლის სისტემები მოეწყობა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წედისში, ბნავწედისში, ბნავისსა და ოლოზში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს მალე ახალი სასმელი წყლის სისტემა მოემსახურება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის სატენდერო ღირებულება 1 181 550 ლარია.
მერიის განცხადების მიხედვით, მოეწყობა სათავე ნაგებობა, ინდივიდუალური რეზერვუარები, საქლორატორო, შიდაგამანაწილებელი ქსელი და ინდივიდუალური მრიცხველები.
ამ ეტაპზე, სამივე სოფელს გაუმართავი და მოძველებული სასმელი წყლის სისტემა ემსახურება, რის გამოც ადგილობრივებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.