ბიზნესი, რომელიც გარისკვად ღირს – რა მოგებას ტოვებს და რა უნდა იცოდეთ, თუ ჟოლოს მოყვანას გადაწყვეტთ
8 – 12 ლარი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო უცხოეთში ერთი კილოგრამი ჟოლო 50-60_ევროდაც იყიდება.როგორც გიორგი კორელი გვეუბნება ჟოლოს მოყვანა კულტივაცია მომგებიანი ბიზნესია,თუმცა შესაბამისი უნარჩვევების გარეშე შესაძლოა დიდ თავისტკივილად იქცეს.როგორც კორელი ამბობს გარკვეული მარკენტინგული და მენეჯერული გამოცდილება აუცილებელია რომ მოსავალი გაუყიდავი არ დაგრჩეს.მოსავალი კი ჟოლომ საკმაოდ დიდი იცის. 25 -35 ტონა ჰექტარზე.სწორედ აქ იწყება პრობლემაც. ჟოლო მალფუჭებადი პროდუქტია და მომხმარებლამდე დროულად თუ არ მიიტან სასაქონლო სახეს მალევე კარგავს. რთულია ადგილობრივ სუპერმარკეთებთან ურთიერთობაც. ისინი დიდი რაოდენობით დაფასოებულ, ერთგვაროვან პროდუქციას ითხოვენ, იქნება ეს ნაყოფის ზომა თუ სიმწიფის ხარისხი. საერთო ჯამში იმისათვის,რომ ჟოლომ გასაყიდი სტანდარტი შეინარჩუნოს აუცილებელია მაცივარი სადაც მოსავლის დასაწყობება და დახარისხება მოხდება. როგორც ირჯვევა მაცივარი არის ორნაირი.პირველი ეგრეთ წოდებული „ფრიქოლინგიანი“, რომელიც პროდუქციას დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ინახავს. მეორი ტიპია შოკურად გაყინვა.პროდუქტი თავდაპირველად მინუს 40 გრადუსზე იყინება და გარკვეული დროის შემდეგ პროდუქტს მინუს თვრამეტ გრადუსზე ინახავს. ფაქტობრივად ხდება ჟოლოს ცოცხლად დაკონსერვება,რაც მას გასაყიდ ხარისხს დიდხანს უნარჩუნებს და შესაძლებელია პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში შეინახო. ამგვარად გაყინული პროდუქტის სარეალიზაციოდ მიწოდება,მას შემდეგ რაც მას მაცივრიდან გამოიტან 10-12 დღის განმავლობაშია შესაძლებელი. შოკურად გაყინული ჟოლო ზამთრის თვეებში ადგილობრივ სუპერმარკეტებში კილო 30-35 ლარად იყიდება,და როგორც ამბობენ მყიდველიც არ აკლია.
ჟოლოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი მსოფლიოში სერბეთია. შესაბამისად ბაზარზე ფასებსაც ის აწესებს.ჟოლოს მსხვილი მწარმოებლები და ეწსპორტიორები არისნ პოლონეთი და უკრაინა.ამ სამ ქვეყანას ევროპის ბაზარი ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ და ქართულ ჟოლოს ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლა მხოლოდ მიზერულიშანსი აქვს. საქართველოში მოწეული მოსავლის ევროპაში გატანას ხელშ უშნის მთელი რიგი რეგულაციები რომელიც ევროკავშირს აწვს დაწესებული.პირველ რიგში სსჭიროა ლაბორატორიული დასკვნა რომქარტული ჟოლო უსაფრტხოა და ევროპის სტანდარტებს აკმაყოფილებს.როგოც ირკვევა ასეტი ლაბორატორია საქარტველოში არ გვაქვს.გარდა ამის საჭიროა დოკუმენტი რომელიც დაადასტურებს რომ ნისდაგი სადაც ჟოლოა მოყვანილი სითთაა და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს. მოკლედ ევროპის ბაზარზე შეღწევა საკმაოდ რთულია სსმაგიეროდ წარტულ ჟოლოზე დიდი მოთხოვნაა რუსეთში და აზიაში.განსაკუთრებით დუბაიში.ამ მიმართულებით ექსპორტის დასაწყებად სერთიფიკატში მხოლოდ იმის მითითებას საჭირო,რომ ჟოლო შხამქიმიკატების გარრშეა მოყვანილი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით თუ მაინც გადაწყვეტთ რომ ჟოლოს ბიზნესი თქვენი საქმეა.აუცილებელია იცოდეთ,რომ ერთ ჰექტარზე ჟოლოს ბაღის გაშენება 3-4 ათასი ლარი დაგიჯდებათ.
ერთი კოლოგრამის თვითღირებულებამ ანუ მორწყვა, მოკრეფა, გაყინვა -დასაწყობება 1.30 თეთრს არ ღემატება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას,რომ 1 კგ 8-12 ლარიღირს, ხოლო ზამთარში ფასი 30- 35 ლარსაც აღწევს მოგება საკმაოდ დიდია.როგორც გიორგი კორელი გვეუბნება ნახევარ ჰექტარზე გაშებებული ბაღი 100 – 150 ათას ლარამდე მოგებას ტოვებს.
რაც შეეხება ჯიშებს და ნიადაგს.მსოფლიოში ჟოლოს ბევრი ჯიში არსებობს, თუმცა საქართველოში ყველაზე უკეტ ადაპტირდა და კარგ მოსავალს იძლევა ე.წ. ტულამინის ჯიში. როგორც ირკვევა ამ კულტურისათვის საუკეტესო გარემო პირობებია კახეთში, შიდა ქართლში და ქვემო ქართლის ნაწილში .გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჟოლოს მორწყვა სჭირდება და შესაბამისად სავარგული წყალთან ახლოს უნდა იყოს.პირველ წელს ნერგი თავისი წარმადობის 35%-ს იძლევა, მეორე წელს – 65%-ს, ხოლო მე-3 წელს სრულ მსხმოიარობაში შედის.როცა ნაყოფს გამოიბამს, ორ დღეში ერთხელ სჭირდება კრეფა. მსხმოიარობის სეზონი, ძირითადად, ორჯერაა: ივნისადან – აგვისტომდე და სექტემბიდან – ნოემბრამდე. არსებობს ჯიშები, რომლებიც ხუთჯერაც ისხამს.
ის ვინც ფერმერობას გადაწყვეტს და ჟოლოს კულტივაციით დაინტერესდება,სახელმწიფოს დახმარების იმედიც უნდა ჰქონდეს. კერძოდ, სარწყავი სისტემის,ანუ წვეთოვნების გამართვას, საყრდენი ბოძების და მავთულის გაჭიმვას, ნერგებს,ასევე მულჩირებას თითქმის მთლიანად სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე. კორელის თქმით,2016 წელს როცა ამ ბიზნესით დაინტერესდა „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში 15 ათასი ლარის მოცულობის გრანტიც მიიღო.
წყარო: http://kvira.ge/578638