ქუთაისი ახალი ინფექციური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ისევე როგორც მთელს იმერეთის რეგიონში, 22 დღეა ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დღეიდან საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედპერსონალი მოზრდილთა და ბავშვთა ინფექციების მიმართულებითაც იმუშავებს.

კლინიკაში, ამ დრისთვის 4 კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და დღეიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ვუბრუნდებით. რაც შეეხება პაციენტებს, ამ დროისთვის 4 ინფიცირებული პაციენტი რჩება ჩვენს კლინიკაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით ჯამში 50 პაციენტი მკურნალობდა, მათგან ვირუსი 46-მა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები