სოფელ ჩაისუბნიდან პატარა გორის მიმართულებით ადგილობრივები ახალი გზით ისარგებლებენ
ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში პატარა გორის მიმართულებით ადგილობრივები ახალი გზით ისარგებლებენ. პროექტის ფარგლებში 2200 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ლითონის მილი, რკინა ბეტონის კიუვეტები, ლითონის დამცავი ზღუდარები, გაბიონის საყრდელი კედელი. პროექტის საერთო ღირებულება 780 000 ლარია. გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.