იმერეთის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით 258 პაციენტი გამოიკვლიეს. ბიოლოგიური ნიმუშით ვირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” იმერეთის დაავადებათა კონტროლის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 22 დღეა არ დაფიქსირებულა.
” ამ დროისთვის, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. გუშინ 285 ბიოლოგიური ნიმუში გამოვიკვლიეთ ყველა მათგანი უარყოფითია”, – აცხადებს გიორგიძე.
იმერეთის მასშტაბით, კორონავირუსი ჯამში 57 პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 53-მა ვირუსი დაამარცხა.
50 პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა, მათდგან გამოჯანმრთელდა 46. ოთხი პაციენტი კვლავ აგერძელებს მკურნალობას ბოქსირებულ განყოფილებაში. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდ-19-ით შვიდი პაციენტი მკურნალობდა, მათდგან ვირუსი შვიდივემ დაამარცხა.