წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გოგონა მიტოვებულ შენობაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის ცოტა ხნით მეგობრებს დაშორდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.