ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებში 106 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი გაიზარდა, სადაც ორი ივლისის მონაცემებით, 106 პირი იმყოფება. თვითიზოლაციას კი რეგიონის მასშტაბით 14 მოქალაქე გადის, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, სულ ეპიდზედამხედველობა 2026 პირზე დამყარდა.
რაც შეეხება ანალიზებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 225 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.
მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაიბრუნა.