ხულოში მცხოვრებ შვიდ მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა
დღეს, ხულოში მცხოვრებ შვიდ მოქალაქეს 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ადამიანებს ღირსშესანიშნავი თარიღი ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ, მოადგილე ასლან შაინიძემ და საკრებულოს წევრმა იზოლდა სურმანიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, უხუცესებს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 1000 -1000 ლარი გადაეცათ.
მერიემ ანთაძე – ჰყავს 2 შვილი, 4 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი.
ფატი პაქსაძე – ჰყავს 5 შვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი.
ემინე მიქელაძე -ჰყავს 3 შვილი, 11 შვილიშვილი და 21 შვილთაშვილი.
თუნთულ ბოლქვაძე – ჰყავს 5 შვილი, 15 შვილიშვილი, 23 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი.
მედინე სურმანიძე – ჰყავს 5 შვილი, 9 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი.
შადიე შავაძე – ჰყავს 4 შვილი, 12 შვილიშვილი, 23 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი.
ემინე ქამადაძე – ჰყავს 2 შვილი, 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი.
ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში, 100 წელს გადაცილებული 19 მოქალაქე ცხოვრობს.