სუსმა ფოთში კომპანია ,,სათე ჯის” თანამშრომელი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა, ფოთში, საკანალიზაციო სისტემის მშენებელი კომპანიის, TAHAL GROUP- ის ზედამხედველი კომპანიის ,,სათე ჯის” თანამშრომელი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,ტაჰალ გრუპში” ადასტურებენ და დამატებით სხვა დეტალების გახმაურებისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.
“ჩვენი თანამშრომელი არ არის, ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენელია. დეტალები, თუ რატომ იქნა დაკავებული ჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს, ვერ გეტყვით”,- განაცხადა “ტაჰალ გრუპის” წარმომადგენელმა, მედეა გიგუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფოთში ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე, ვერ გააკეთებენ კომენტარს.