ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება
ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის დასრულდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Building House” ასრულებს.
“მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.