სამტრედიაში სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარებს სასურსათო-ჰიგიენური ამანათები გადაეცათ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის მიერ, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარებს, სასურსათო-ჰიგიენური ამანათები გადაეცათ.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამანათები ოჯახებში პირადად მიიტანა და ყველა მათგანი მოიკითხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები