სოფელ ნაზარლოში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნაზარლოში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა. მონიტორინგის მიზნით შესრულებული სამუშაოების ხარისხს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ვახტანგ გაგუა, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობას დადებითად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა წლების მანძილზე მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა, ამიერიდან კი მათ კეთილმოწყობილ ქუჩებზე შეეძლებათ გადაადგილება.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 515’000 ლარს შეადგენს, სამუშაოები შპს „გზა”-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულა. პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.