გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყაზბეგის მერმა – ალექსანდრე ზაგაშვილმა,  მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ – შალვა კერესელიძესთან და მერის მოადგილე – დავით ქირიკაშვილთან ერთად მოინახულა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო და გორისციხის მიმართულებით მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.სამუშაოები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ხორციელდება.

“გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს “ ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 669 252 ლარით ფინანსდება. სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 199 999 ლარით ფინანსდება.  სამუშაოებს, შ.პ.ს „ეს ერ ჯი“ ახორციელებს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად განხორციელდება.

ყაზბეგის მერია აქტიურად მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარისხიანად და პროექტით გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები