გორში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
გორში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 4 თვეში უნდა დასრულდეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ხნის განმავლობაში, ქუჩაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
“სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის. მისი სიგრძე 850 მეტრია. სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარია. პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციას, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების აწევას სათანადო ნიშნულამდე, დამცავი კედლის მოწყობას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე. ადგილობრივების განცხადებით, ამორტიზებული გზის საფარი, გარდა იმისა, რომ გადაადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.