სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან აქცია გაიმართა
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთში დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი საზღვრის გახსნას მოითხოვდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთში გადაადგილების შეზღუდვამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ისინი აჭარის მთავრობისგან დროულ რეაგირებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ აქციებს გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლის აღდგენა არაერთხელ მოითხოვეს, ისინი პანდემიამდე, თურქეთის ტერიტორიაზე იყვნენ დასაქმებულები. კორონავირუსის გამო კი რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე დარჩნენ.