მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ქსოვრისი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა

საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად, კომპანიამ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასრულა, სადაც  მოძველებული ინფრასტრუქტურისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო, მოსახლეობას წყალმომარაგების მხრივ პრობლემები ექმნებოდა.

“სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემას, ასევე აღდგა 160 მლ  პოლიეთილენის მილი  და   მოეწყო ახალი სადრენაჟო  სისტემა. სამუშაოების შედეგად სოფელში არსებული წყლის დებიტის  რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და  ქსოვრისის მოსახლეობა,  24 საათიანი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით  უკვე სარგებლობს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები