ტიტე აროშიძე ბათუმის საბითუმო ბაზარში მოვაჭრეებს შეხვდა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბათუმის საბითუმო ხილ-ბოსტნეულის ბაზარში იმყოფებოდნენ.
შეხვედრა გაიმართა ბაზრის ხელმძღვანელ პირებთან და მოვაჭრეებთან, სადაც განიხილეს, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ყოველდღიული საიჯარო გადასახადის შემცირების საკითხი.
მოვაჭრეებმა საიჯარო გადასახადის ძველ ნიშნულზე დაბრუნებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოხატეს.
ასევე მინისტრებმა მოინახულეს პუშკინის ქუჩაზე ე.წ სავაჭრო ცენტრი, სადაც მოვაჭრეებს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე წლის ბოლომდე საიჯარო გადასახადისაგან 50% -ით შემცირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები