გუდაურში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში სასტუმრო “მარკო პოლოსთან” მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ყაზბეგის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ- შალვა კერესელიძესთან და მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ორ ფენიანი ასფლატი 240 მეტრზე დაეგება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
პროექტის ღირებულება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ბილტმორი“ ახორციელებს, 229 250 ლარს შეადგენს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს პროექტები აქტიურად ხორციელდება.
ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რათა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები ხარისხიანად და გათვალისწინებულ ვადებში შესრულდეს.