ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში შეზღუდვები მოიხსნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში შეზღუდვები მოიხსნა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მუშევანის შესასვლელებს აკონტროლებდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.
ქვემო ქართლში სახემწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილის ცნობით სოფელ მუშევანში 84 დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გამოჯანმრთელდა და მუშევანში მოიხსნა საკარანტინე შეზღუდვები.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვემო ქართლში COVID-19 ის გავრცელება იყო ყველაზე მასშტაბური. სრულად დადასტურებული იყო 290 ფაქტი, დღეისათვის გამოჯანმრთელებულია 282 ადამიანი და სამწუხაროდ გარდაიცვალა 4 ხანდაზმული ასაკის ადამიანი. დღემდე შენარჩუნებული იყო საკარანტინე რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში და გვაქვს სასიხარულო ფაქტი სოფელ მუშევანში სადაც 84 დადასტურებული ფაქტი იყო ყველა სრულად არის გამოჯანმრთელებული და მუშევანი იხსნება შეზღუდვის რეგულაციები .
ქვემო ქართლში არსად აღარ რჩება შეზღუდვები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და შევინარჩუნოთ სტაბილურობა“,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
ცნობისთვის, მუშევანის გახსნამდე სოფელში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა, “პი სი არ” და თერმოსკრინინგის მეთოდით ეპიდემიოლოგებმა 50-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
მუშევანში კორონავირისის ჯამში 84 შემთხვევა დადასტურდა, 83 გამოჯანმრთელდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა.