ადიგენში 3 300 ძირი მესხური ვაზი დაირგო

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე 3 300 ძირი მესხური ვაზის ჯიში დაირგო.
ვაზის დარგვის ინიციატივა სოფელ უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს ეკუთვნის. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ვენახს აშენებს.
ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე რვა სახეობის მესხურ ჯიში: მესხური მწვანე, ჩიტის თვალა, ხარისთვალა, კლერტმაგარა, ცხენის ძუძუ, თამარის ვაზი, შავი ასპინძურა და ხიხვი დაირგო.
ვაზის დარგვის პორცესში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი, ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი და კლუბ „ტაოს“ მორაგბეები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები