გერმანიის ელჩი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლეს.

ოფიციალურ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირისა და DVV International-ის რეგიონალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.
მხარეებმა ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს და სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები დასახეს.
ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გერმანული უბნები დაათვალიერეს და ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სადაც უახლოეს პერიოდში, გერმანულ-ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება – პროექტი ორი ქვეყნის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება. პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებში შენობა უკვე გადაიხურა და რეაბილიტირდა ფასადი. მეორე ეტაპზე მოწესრიგდება, ინტერიერი, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 380 000 ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ 2012-2020 წლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვის მიზნით, გერმანულ უბნებში, სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, 11 222 508 ლარის ღირებულების 32 პროექტი განხორციელდა. პასპორტიზაცია ჩაუტარდა, მუნიციპალიტეტში მდებარე 181 სახლს – მათ შორის 20 ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები