გორში პოლიციელი მოკლეს

გორში სამართალდამცველი მოკლეს. როგორც „რეგიონული კვირისთვის“ გახდა ცნობილი დამნაშავე მამაკაცი თურქეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე თვეა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახში მდგუმრად ცხოვრობს.

„ უიშვიათესი ადამიანი იყო, შოკში ვართ ყველა. ის არამზადა ღამე დაადგა თავზე და საკუთარ საწოლში ყელი გამოჭრა. სამი შვილი ობლად დატოვა. გორში ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც ცუდს იტყვის ჩემს მეგობარზე“, – განაცხადა გარდაცვლილი პოლიციელის მეგობარმა.
როგორც შს სამინისტოში „ რეგიონულ კვირას“ განუცხადეს ,მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 108-ე  მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს( ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე)

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები