ახალციხელები დასუფთავების 3 თვის გადასახადს არ გადაიხდიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-7 სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხს კენჭი უყარეს, რის მიხედვითაც, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირები დასუფთავების მოსაკრებლისაგან სამი თვე განთავისუფლდნენ.

მოსაკრებლისგან განთავისუფლების საკითხს მხარი 24-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თავმჯდომარის განმარტებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მარტის, აპრილისა და მაისის მოსაკრებელი ჩამოეწერებათ. მათ, ვისაც უკვე გადახდილი აქვს, თანხა მომავალ თვეებზე გადაუნაწილდებათ. ხოლო, ვისაც სუბსიდირებაზე უარის თქმა სურს, მერიას განცხადებით უნდა მიმართოს.

საკრებულოს სხდომას ოპოზიციური პარტიის წევრები არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამი თვის თანხა ფიზიკურ პირებზე დაახლოებით 7 500 ლარს, ხოლო იურიდიულებზე 21 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები