ბორჯომში 6 ახალი ფიტნეს მოედანი მოეწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ფიტნეს ტრენაჟორების მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

“სამუშაოები ქალაქის 3 უბანში ვაშლოვანაში, ახალშენსა და ჩარხისწყალზე და 3 სოფელში კორტანეთში, ლიბანსა და ანდეზიტში ჩატარდა.
წლის ბოლომდე, სავარჯიშო სივრცეები კიდევ 7 სოფელს შეემატება.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, ქალაქის უბნებსა და სოფლებში 16 მოედანი დამონტაჟდა”,-წერია განცხადებაში.

როგორც მერიის თანამშრომლები აცხადებენ, პროექტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები