ყაზბეგში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გორისციხის მიმართულებით მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხიდის სიგრძე 33 მეტრი იქნება და ის გორისციხის თემის სოფლებს – ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან და მუნიციპალურ ცენტრთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.ძველი ხიდი რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლიდა შარშან დაზიანდა ამ დრომდე ადგილობრივი მოსახლეობა დროებითი გადასასვლელით სარგებლობს.
ხიდის მშენებლობის პარალელურად სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაობიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის გაფართოება და გზის საყრდენი კედლის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა.