სოფელ ნანარში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან – დავით ღუდუმიძესთან, ლენტეხის მერთან – ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან – გიორგი გაზდელიანთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
როგორც “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხელმძღვანელებმა ლენტეხის სოფელ ნანარში მინი სტადიონების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
მათივე ცნობით, პროექტის შემსრულებელია შპს ,,ლუკა-2003″, მისი ღირებულება კი 27 731 ლარია. სამუშაოები 16 ივლისს დასრულდება.
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. შემსრულებლების მხრიდან დაცულია როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეკომენდაციები.