ქუთაისში ქოლგიანი გიდების აქცია-ფლეშმობი გაიმართა

ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში გიდების აქცია-ფლეშმობი გაიმართა. გიდები ფერადი ქოლგებით შეიკრიბნენ და ამ ფორმით უნგრელი კოლეგების მიერ, ფეისბუკის საშუალებით, სპონტანურად დაგეგმილ ფლეშმობს გამოეხმაურნენ.
ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდა ტურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას.ტურიზმის შეჩერებამ, კი უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლის გარეშე.
აქცია სხვადასხვა ტურისტული ასოციაციების და რეგიონების, ასევე ფრილანსერი გიდების ორგანიზებით დაიგეგმა.

ცნობისთვის, უნგრელმა გიდებმა გადაწყვიტეს ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილიყვნენ და  “კოვიდ-19”-ის გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმი აქციით სიმბოლურად გამოეცოცხლებინათ. იგივეს მოუწოდებენ თავიანთ კოლეგებს მთელს მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები