შავ ზღვაზე მოქალაქეების უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის, 15 გოგო მაშველი იზრუნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მათივე ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის, 15 გოგო მაშველი იზრუნებს.
თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
“აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურაოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები