თერჯოლაში ლესელიძის ქუჩაზე ბეტონის საფარი იგება
თერჯოლაში, ლესელიძის ქუჩაზე გზის ბეტონით მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
“თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილთან და საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილთან ერთად თერჯოლაში, ლესელიძის ქუჩის პირველ შესახვევში გზის ბეტონით მოწყობის სამუშაოები, ასევე, ხარისხის კონტროლის მიზნით, უკვე შესრულებული მონაკვეთი დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელა.
ქ. თერჯოლაში ლესელიძისა და ჯაბიძის ქუჩების სხვადასხვა მონაკვეთები – საერთო ჯამში 4 კმ. გზა ბეტონით მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალპედე” შეასრულებს, რისთვისაც 484 254 ლარი დაიხარჯება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.ა