ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 91 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 30 ივნისის მონაცემებით, 91 პირი რჩება, თვითიზოლაციას კი რეგიონის მასშტაბით 35 მოქალაქე გადის, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ეპიდზედამხედველობა სულ 2011 პირზე დამყარდა.
რაც შეეხება ანალიზებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 217 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.
ამასთან, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში ბოლო პაციენტი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად რეგიონმა „მწვანე ზონის“ სტატუსი დაიბრუნა.