მცხეთაში 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში, ბიწმენდში, აღდგომლიაანთკარში და ვაზიანში 50-50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მცხეთა-მთიანეთის გუბერნიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს, ოთხივე ობიექტის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ზემოთ აღნიშნულ სოფლებს საბავშვო ბაღები არასდროს ჰქონიათ.
საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
მიმდინარე მშენებლობები სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა- მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა დაათვალიერეს.
მიმდინარე წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საერთო ჯამში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, რომელიც ყველა მოთხოვნილ თანამედროვე სტანდარტებს დაააკმაყოფილებს,დაახლოებით 6 სააღმზრდელო დაწესებულებას კი რეაბილიტაცია უტარდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები