მეტეხისა და თელიანის დევნილთა ჩასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო
კასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხისა და თელიანის დევნილთა ჩასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები. ჯამში, ღირებულებამ 700 000 ლარზე მეტი შეადგინა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი ადგილზე გაეცნენ დასრულებულ სამუშაოებს და ადგილობრივების საჭიროებებიც მოისმინეს. როგორც შეკრებილებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საგზაო ინფრასრუქტურის მოწყობის შედეგად საგრძნობლად გაუუმჯობესდათ საცხოვრებელი პირობები, განსაკუთრებით კი უამინდობის დროს, რადგან აქამდე სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო გადაადგილება მათთვის პრობლემას წარმოადგენდა. ასევე, ისაუბრეს იმ საკითხებზე, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩასახლებებში და რწმუნებულის თქმით, შემჭირდოვებულ ვადებში მოგვარდება.