ახალციხის №1 საბავშო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას. თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, პროექტი 499 999 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.