„ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ჭიათურაში საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და დაფინანსებით, ჭიათურაში, სოფელ პერევისაში, ე.წ. 25-ს დასახლების საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი მოეწყო.
აღნიშნული ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა, სპეციალური დამცავი ბადით შემოიღობა. დამონტაჟდა განათება, საფეხბურთო კარი და კალათბურთის ფარები, ასევე ძველი საგულშემატკივრო სივრცე განახლდა.
პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ მოსახლეობასა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.
„ჯორჯიან მანგანეზმა” აღნიშნული პროექტი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. ჩვენ ყოველთვის გულისყურით ვეკიდებით ადგილობრივი მოსახლეობის სურვილებს, შესაბამისად, ამჯერადაც მათი თხოვნა გავითვალისწინეთ. შეიქმნა კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც განსაკუთრებულად ახალგაზრდებსა და ბავშვებს, შესაძლებლობას მისცემს სპორტული აქტივობებით დაკავდნენ, რაც მისასალმებელია“ – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილემ, გიორგი ჯაოშვილმა.