შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის 15 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 23-26 ივნისს გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამურად, 2,244 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 3,350 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 15 ფაქტი გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვა საქონელი და გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები