ქუთაისს 60 ახალი ავტობუსი გადაეცემა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა. პროექტის ფარგლებში ქუთაისს – 60, რუსთავს – 40, გორს – 30, ზუგდიდს – 25, ხოლო თელავს და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.“ 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში 117 ცალ 8.5-მეტრიან და 58 ცალ 10-მეტრიან ავტობუსებს მუნიციპალიტეტებს ეტაპობრივად მიაწოდებს.
ავტობუსები საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს.
პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები