შუახევის მერი თამარ მეფის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო
შუახევის მერი – ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხი და ფეხით სავალი ბილიკი.
“რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ კიბეებს. საყრდენ კედლებზე დამონტაჟდება გარე განათება და მოპირკეთდება დეკორატიული ქვაფენილით. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.