სასტუმრო “შატო ხაშმში” ოთარ რამიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

3 ივლისს სასტუმრო “შატო ხაშმში” ღონისძიება “ოთარ რამიშვილი – უცნობი ისტორია ცნობილ კოლორიტზე” გაიმართება. ღონისძიების მიზანი პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდაჭერა., ასევე რთულ მდგომარეობაში მყოფი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა თანადგომაა.
როგორც სასტუმროში აცხადებენ, აუცილებელია ხელოვანი ადამიანების მიმართ სოციალური პასუხისმგებლობის აღება და “შატო ხაშმი” მომავალშიც დიდ ყურადღებას დაუთმობს ღირებული მუსიკისა და გემოვნებიან შემსრულებელთა პოპულარიზაციას.
“ვფიქრობთ, ოთარ რამიშვილის უკვდავი მელოდიები ყველა ქართველისთვის ნაცნობი და ახლობელია, ამიტომაც 3 ივლისს ველოდებით ყველას ვისაც ჩვენი უნიკალური სამზარეულოს, ასევე ღვინოების დაგემოვნება და დაუვიწარ კონცერზე დასწრება სურს”,- ნათქვამია “შატო ხაშმის” განცხადებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიშა რამიშვილი, ტრიო „სიმი“, ზაზა მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ლიზა რამიშვილი, ბაჩო რამიშვილი, ლაშა რამიშვილი, ცირა კობიაშვილი, მერაბ ვარდოსანიძე, ლევან ჩხაიძე, გია ბარათაშვილი მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები