სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება

რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.

როგორც “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

“საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა, სადაც სამი ჯგუფური უჯრედია, ადაპტირებულია. თითოეული უჯრედი მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელს, სანიტარულ კვანძსა და საძინებელს. გარდა ამისა შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც.

საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს.

სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. რის გამოც, ბავშვებს წლების განმავლობაში ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები