6 ივლისის ჩათვლით, დაფნარის კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე და გეგუთის კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექსიგრუპის“ მიერ 2020 წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

მათივე ცნობით, ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 6 ივლისის ჩათვლით.

“დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზისა და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისის მიმართულებით.

ასევე, ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ღ.ს.ს. “აკკორდ ჯორჯიას“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 30 ივნისი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდება 2020 წლის 6 ივლისის ჩათვლით.

დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზისა და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდური და პროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთ აწარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეცფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები