ხაშურში, ბანას მშენებარე ტაძრის მიმდებარედ პროფესიული კოლეჯი შენდება

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  ხაშურში, ბანას მშენებარე ტაძრის მიმდებარედ პროფესიული კოლეჯი შენდება.

ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.

მინისტრის მოადგილე – თამარ ქიტიაშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნენ.

150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან. შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები. გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი. კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები