სოფელ ჭაგანში გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭაგანში, ხვიჩიების უბანში მე-2 და მე-3 გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ლატექსი” ასრულებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა -ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან – ზურა გოგიასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
ადგილობრივის გულნარა ლეჟავას განცხადებით, სოფელ ჭაგანში აღნიშნული მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და გზის დაგებით ადგილობრივების მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა.