გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც “რეგიონულ კვირას”
“ჯეო ჰოსპიტალის” დირექტორმა, გელა ორველაშვილმა განუცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
” ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ოპერაცია, დაჭრილია კისრის მიდამოში,დაზიანებული იყო მაგისტრალური სისხლ-ძარღვები, ეს ყველაფერი აღდგენილია და მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა”- განაცხადა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით სოფელ ჩუმლაყში მომხდარ დაპირისპირებას 1 ახალგაზრდის სიცოცხლეც ემსხვერპლა.