თელავს 10 ახალი ავტობუსი გადაეცემა

ქალაქ თელავის მოსახლეობა ოქტომბრის ბოლოდან 10 ავტობუსით ისარგებლებს. ავტობუსები ინფრასტრქუტურის სამინისტრომ შეიძინა, რაც 

საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

,,მომწოდებელი კომპანია უკვე გამოვლენილია. პირველ ეტაპზე, ქალაქ თელავს გადაეცემა 10 ავტობუსი.მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია 30 ავტობუსის გადმოცემა, რომლებიც მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განაწილდება. აღნიშნულ კომპანიას მოწოდების ვადა აქვს დაახლოებით 4 თვე, ავტობუსების გადმოცემა მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლომდე მოხდება”,- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის გარდა, ავტობუსებს საქართველოს კიდევ 5 ქალაქი მიიღებს. ავტობუსების მიწოდებას
ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. “ ეტაპობრივად 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოფს.
ჯამში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები